ავთანდილ ცინცაძე - ჩვენ, მოსახლეობამ, ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად, ყველანაირი  დოკუმენტაცია უნდა მოვაწესრიგოთ, რომ დედაქალაქის მერიის და გამგეობების თანადგომით ლიფტებს ჩაუტარდეს შესაბამისი რეაბილიტაცია

დიახ, ლიფტები ჩვენი საკუთრებაა, - ასე გამოეხმაურა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, მოსახლეობამ ყველანაირი დოკუმენტაცია უნდა მოაწესრიგოს, რომ ლიფტებს შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

„ოპოზიცია ამახვილებს ყურადღებას, მერის ნათქვამზე, რომ „ლიფტები არის ჩვენი საკუთრება“. დიახ, ჩვენი საკუთრებაა. თქვენ თვითონ ახსენეთ და თქვით, რომ თუ თქვენი ავტომანქანა ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის, შესაბამისად, ვერ ვივლით და თქვენი მანქანა ხომ თავად მიგყავთ ტექდათვალიერების გასავლელად? სწორედ, ეს თქვა მერმა და ჩვენ, მოსახლეობამ, ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად, ყველანაირი დოკუმენტაცია უნდა მოვაწესრიგოთ, რომ დედაქალაქის მერიის და გამგეობების თანადგომით ლიფტებს ჩაუტარდეს შესაბამისი რეაბილიტაცია, რათა მგზავრობა უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო