202-ე სკოლაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სკოლაში 52 უსინათლო მოსწავლე სწავლობს როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

„რელიგიის სააგენტო სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან ერთად, პერიოდულად უწევს დახმარებას სკოლის მოსწავლეებს. ამჯერად, სააგენტოს თანამშრომლებმა საქველმოქმედო აქცია თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს.

რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრები, სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული ბიბლიის მეოთხე წიგნი - „წიგნი რიცხვთა" და ყოველწლიური ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცა.

202-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, თინა საბაურმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს გაწეული დახმარებისათვის.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ალექსანდრე შეყილაძე და თანამშრომელი, ვაჟა ართმელაძე.

რელიგიის სააგენტო თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლას 2018 წლიდან ეხმარება. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქველმოქმედო აქციებს და მოსწავლეთა დახმარებას ისინი სამომავლოდაც გეგმავენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება