სააგენტო  - 19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა.

პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სრულად გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი ფართები მრავალსულიან ოჯახებზე განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

2023 წელს, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო