გიორგი რუხაძე - თუ იარაღს არ მიაწოდებ უკრაინას, ეს ვერ გააჩერებს რუსეთს, თუ თავდასხმა უნდა - რაც შეეხება კასიანოვის განცხადებებს, გერმანიაში უკრაინის ელჩთან შედარებით, იავნანასავითაა

თუ იარაღს არ მიაწოდებ უკრაინას, ეს ნამდვილად ვერ გააჩერებს რუსეთს, თუ თავდასხმა უნდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა გიორგი რუხაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ექსპერტმა უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის კონტექსტში ისაუბრა სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ეს იქნებოდა „აქტი“.

„არ შეიძლებოდა "ბუკები" მიგვეწოდებინა, რომელსაც გვთხოვდნენ? - ხომ შეიძლებოდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, იარაღითაც მივეხმარებოდი უკრაინას, რადგან იქნებოდა აქტი და ჟესტი - არა ის, რომ ქართული იარაღის გარეშე უკრაინას დიდად რამე დააკლდება.

მერწმუნეთ, თუ იარაღს არ მიაწოდებ უკრაინას, ეს ნამდვილად ვერ გააჩერებს რუსეთს, თუ თავდასხმა უნდა. სხვა მიზეზი გამოჩნდება, რის გამოც რუსეთი თავს დაგესხმება, თუ სტრატეგიულად ჩათვლის, რომ საჭიროა. ამ არგუმენტს ვერ მივიღებ. მესმის, რომ საზოგადოებაზე მოქმედებს ომის შიში. მანიპულირება ძალიან გავრცელებული ამბავია. იარაღით დახმარება არ არის ისეთი, რომ მაინცადამაინც ტელეეთერში გადასცე. შეგიძლია ეს ყველაფერი პარტნიორებს დახმარებით გააკეთო“, - განაცხადა რუხაძემ.

რუხაძემ ისაუბრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებითაც.

როგორც რუხაძე აცხადებს, საქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და თუ ეს მოხდება, იქნება არამეგობრული აქტი უკრაინის მიმართ და სწორედ აღნიშნულზე ჰქონდა კასიანოვს რეაგირება.

„საქართველოს ხელისუფლება მიესალმა, თუ რუსეთი ფრენებს აღადგენს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ აწარმოებს ფრენას [რუსეთთან], ჩაკეტილი სივრცის პოლიტიკა აქვს. თუ ეს მოხდება, არამეგობრული პოლიტიკაა უკრაინის მიმართ, მტრული აქტია. შესაბამისად, ამაზე იყო რეაგირება“,- განაცხადა რუხაძემ.

ექსპერტის თქმით, მწვავე განცხადებები არის უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა, რითაც კიევი პარტნიორებისგან „მხარდაჭერის გამოწურვას“ ცდილობს.

„ჩვენ მარტო კასიანოვის განცხადებებს ვუყურებთ და არ ვამახვილებთ ყურადღებას, რა განცხადებებს აკეთებს მაგალითად, გერმანიაში უკრაინის ელჩი, მას შემდეგ, რაც შოლცმა „ლეოპარდებთან“ მიმართებაში ცოტა არ იყოს "დაატორმუზა". გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებებთან შედარებით კასიანოვის განცხადება იავნანასავით არის. ეს არის უკრაინის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ის შეტევაზე გადადის და მაქსიმალურად მწვავე განცხადებებით ცდილობს მხარდაჭერის ბოლომდე გამოწურვას პარტნიორებისგან“, - აღნიშნა რუხაძემ და დასძინა, რომ ეს სწორი პოლიტიკაა უკრაინის მხრიდან და კარგია ლუსტრაციისთვის, რადგან ხელისუფლებას ამაზე „რეაგირება უწევს“.

ექსპერტმა მაგალითად გენერატორები მოიყვანა, მისი თქმით, რომ არა კასიანოვის განცხადებები, გენერატორები კიევში არ ჩავიდოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო