ბელგიის პრემიერი - ბელგია აძლიერებს უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას და აწვდის დღეისთვის ყველაზე დიდ  პაკეტს - ჩვენი უსაფრთხოება და ღირებულებებია სასწორზე

ბელგიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში გამართულ მინისტრთა სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

92 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში საზენიტო რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ტყვიამფრქვევები, ყუმბარები და საბრძოლო მასალა შევა. ყველაფერი ეს ბელგიის თავდაცვის მარაგებიდან იქნება გადაცემული.

“უკრაინას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სასტიკი რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას. სწორედ ამიტომ ბელგია აძლიერებს უკრაინისადმი თავის სამხედრო დახმარებას და აწვდის დღეისთვის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტს.

უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებები ასევეა სასწორზე”, - წერს დე კროო “ტვიტერის” პირად გვერდზე.

აღნიშნული პაკეტი უკრაინისადმი ბელგიის მიერ გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებას 186 მილიონ ევრომდე ზრდის. ცალკე 44 მილიონი ევრო საწვავისთვის იყო გადაცემული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო