რუსეთმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად ორი კვირა მისცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს რუსეთის ფედერაციის ორ კვირაში დატოვება მოსთხოვა.

უწყების ცნობით, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული ატაცია რუტკა დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც რიგის გადაწყვეტილების შესახებ ნოტა გადაეცა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევას ეხება.

„ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის მიზნით, შედეგები მოყვება“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს მიხაილ ვანინს სთხოვა, 24 თებერვლამდე დაეტოვებინა ქვეყანა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო