ვიქტორ ორბანი - უკრაინა ავღანეთი ხდება

უკრაინა ავღანეთი ხდება , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, როდესაც თავისი პოზიცია გამოთქვა უკრაინაში რუსეთის ომში არსებული ვითარების შესახებ.

ორბანი ფიქრობს, რომ დიდი ხანია, გავიდა ის დრო, როდესაც რუსეთი შეძლებდა უკრაინის დაპყრობას და ქვეყანაში პრორუსული მთავრობის დაყენებას.

ამიტომ, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მიზანია უკრაინის უკონტროლო ნანგრევად გადაქცევა, რათა დასავლეთმა ის „პრიზის სახით“ არ მოითხოვოს.

მისი თქმით, რუსებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას ამაში, რადგან ახლა უკრაინა, ისევე როგორც ავღანეთი „არავის მიწა" არ არის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ომში ნატოს ჯარების უშუალო მონაწილეობა არ არის გამორიცხული. მას მიაჩნია, რომ თუ რუსეთის მომავალი საგაზაფხულო შეტევა წარმატებული იქნება, მაშინ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ უკრაინაში ჯარების გაგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წინ მიიწევს ომში, ორბანი არ ფიქრობს, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება.

მან მიუთითა რუსების საწარმოო სიმძლავრეზე და აღნიშნა, რომ ომებში, რუსები, თავიდან, ტრადიციულად, უფრო სუსტები არიან, მაგრამ მოგვიანებით „მათი შეჩერება შეუძლებელია“.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს