ბადრი ჯაფარიძე - მერაბიშვილი არის წარსული და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ რესურსს ასეთი ტიპის ძალასთან თანამშრომლობის

აბსოლუტური სისულელეა და მეტს ვერაფერს გეტყვით, სისულელეა, ვიღაცის სიზმრები და ჭორები, - განაცხადა

„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ , რითაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას აფინანსებს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განმარტა, აღნიშნული სპეკულაცია მხოლოდ იმაზეა აღმოცენებული, რომ მათ შეაფასეს მერაბიშვილის ჩართულობის თემა „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებში.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა, ვის აირჩევს თავმჯდომარედ.

„ათასნაირი სპეკულაცია მოვისმინე, თითქოს და მელიასთან რაღაც მოლაპარაკებებია, რომელსაც მე პირდაპირ ვუწოდე სიზმრები. მე აღარ მინდა ვინმეს მივცე სპეკულაციის საზრდო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმე, ვის აირჩევს ისევე, როგორც ჩვენი საქმეა, რომ შევაფასოთ ეს მოვლენა ჩვენთან შესაძლო თანამშრომლობის კონტექსტში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ ამ პოზიციაზე ხართ თუ არა, რომ ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან სათანამშრომლო რესურსი არ გაგაჩნიათ, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ "„ლელო" პოზიციებს ყოველ კვირას არ ცვლის“.

„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩევით თანმიმდევრულობით და ჩვენს პოზიციას არ ვცვლით ყოველ კვირას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე არჩევნები არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ როცა დაგვისვეს კითხვა, როგორ აფასებთ არაფორმალური გავლენების თემას, ითქვა და ახლაც იმავეს გავიმეორებ, რომ მერაბიშვილი არის წარსული და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ რესურსს ასეთი ტიპის ძალასთან თანამშრომლობის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო