ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყების მიზნით Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს, სერგეი შიროვს შეხვდა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის წარმატებულ ოპერირებას. ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ავიაკომპანია ოპერირების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც განიხილავს.

,,მივესალმებით, რომ Uzbekitstan Airways უახლოეს მომავალში განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლას. ჩვენთვის ნებისმიერი მიმართულება და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. ცენტრალური აზიიდან მგზავრთნაკადის ზრდის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამის წარმატებული მაგალითია ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წელზე მეტია 4 მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. იმედი გვაქვს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან განხილვის ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კიდევ ერთ ახალ ავიაკომპანიას ვიხილავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში”, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Uzbekistan Airways - უზბეკეთის მთავარი ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის მიმართულებით დაფრინავს. მათ შორის მაღალი დატვირთვით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდა, გადაწყდა, რომ Uzbekistan Airways ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით ტაშკენტიდან კიდევ 1 სიხშირეს დაამატებს ფრენებს A 321neo-ს ტიპის საჰაერო ხომალდებით.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024