კობა ნაყოფიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გამოცხადდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია პარტიის მხარდამჭერებსა და გუნდის წევრებს შიდა პარტიულ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განმარტა, არჩევნები ფარული იქნება და ვერასდროს, ვერავინ გაიგებს ვინ - ვის მისცა ხმა.

„28-29 იანვარს ტარდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები. 26 იანვარს, დილით, 10:00 საათზე შეწყდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ დრომდე გამფილტრავი ჯგუფები მუშაობენ იმ ადამიანების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც შესაძლოა, ამ სიებში სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად აღმოჩნდნენ, ან არ წარმოადგენენ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის პარტიის წევრებს, ან მის მხარდამჭერებს. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ასეთ ადამიანთა რაოდენობა საერთო რიცხვის 2-3%-ს შეადგენს. თუმცა, ესეც საბოლოოდ დღეს გაირკვევა, როცა 10:00 საათზე, ისევ შეიკრიბება საარჩევნო კომისია საბოლოო სიების დასამტკიცებლად, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს გადაეგზავნება.

დარეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს, ეს უპრეცედენტოდ მაღალია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ არჩევნების მიმართ. 28 იანვარს, უკვე, დილის 10:00 საათზე არჩევნებს სტარტი მიეცემა, ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც ხმის მიცემას შეძლებდით. ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს.

არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ში, კომისია სწრაფად შეიკრიბება, ვვარაუდობთ, რომ 30-ში, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება. არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამ არჩევნებით წყდება არამხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხი, არამედ სამომავლოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად გადმოიბარებს ხელისუფლებას „ქართული ოცნებისგან“, ეს ძალიან მალე მოხდება და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები როგორ ჩატარდება და შემდეგ როგორ განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საქმიანობას“, - განაცხადა ნაყოფიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო