თაკო ჩარკვიანი - ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა.

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვთქვით, როცა მიშამ თქვა, რომ მე ჩამოვდივარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. როცა მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ის მზად არის ამ ყველაფრისთვის, მაგრამ იქ ვინ მუშაობდა, უკრაინაში ვინ მუშაობდა, ვის ჰქონდა ურთიერთობა?

საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ძვირი დაუჯდა, თორემ ისტორიულად უმაგრესი ნაბიჯი გადადგა. მე არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ შეცდომა მოუვიდა, არაფერი შეცდომა არ მოსვლია.

დიდი შანსია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაგეგმეს რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ურთიერთობა მასთან ადამიანებს ჰქონდათ უკრაინაში, იქ იგეგმებოდა და ამას ვერ ასცდება ვერავინ, მისი გარემოცვა ვიღაც. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, არაჩვეულებრივი კაცი იყო ის მძღოლი, მაგრამ მასთან არ უნდა აღმოჩენილიყო. ჩამოდის პრეზიდენტი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ნაღალატევია, ე.ი. ღია ღალატი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებში „გაცურების მომენტი იგრძნო“, რადგან ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო დღეს კი საპირისპირო განცხადებებს აკეთებს.

„მე არ მიყვარს როცა ვიგრძნობ ხოლმე გაცურების მომენტს, რადგან მე კარგად ვიცი როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კეზერაშვილთან, ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ყაჩაღებისგან არ იღებენ ეგეთ საჩუქრებს. თვითონ მელია რომ აკეთებს მეორადობაზე [ავტომობილის] მახვილს, ეს არ შეიძლება. მეორადობაზე კი არ არის აქ საქმე, საქმეა ის, რომ აიღე ავტომობილი იმისგან, ვინც შენთვის თურმე მიუღებელი იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო