მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის კადრებზე - მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ

ექიმებს ჩემი მოწამვლის ეჭვი გასული მაისიდან ჰქონდათ. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რა მტკიცებულება გააჩნია მის მოწამვლასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექიმებს ასეთი ეჭვი გასულ მაისს მისი მიღებისთანავე გაუჩნდათ.

“იმ კლინიკის ექიმებს, სადაც გასული წლის მაისიდან ვრჩები, ასეთი ეჭვი ჩემი მიღებისთანავე გაუჩნდათ. მოწამვლა ხელოვნების ყველა წესის დაცვით მოხდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ნევროლოგმა შაჰინ ლახანმა აიღო ნიმუშები და ტესტები ჩაუტარა კალიფორნიის ლაბორატორიაში. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა მათ მძიმე მეტალების კვალზე ჩაუტარა ტესტები. ჩვენ ასევე FBI-სთან დაკავშირება გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა”, - ამბობს სააკაშვილი.

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ კითხვაზე კი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პუტინის თქმით, ის ნავალნის „რუსული ასლია“.

“პუტინი ამბობს, რომ ნავალნი ჩემი რუსული ასლია. სიმართლე ისაა, რომ ორივეს გვძულს კორუფცია, რომლის გაშიშვლებაში ნავალნი შეუდარებლად ქმედითია. გასარკვევია, იქნება თუ არა ნავალნი რუსეთის მომავალი მმართველის სახით ისეთივე ეფექტური, როგორიც მე ვიყავი საქართველოსთვის. კიდევ რა მსგავსებაა და საშინელი მოწამვლა, საშინელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უნდა გადავიტანოთ და ცოცხლები დავრჩეთ”,- განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს, რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად, ექსპრეზიდენტი ასე პასუხობს:

“თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები. წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით, თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მის მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?“,- აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილმა გერმანულ გამოცემასთან ისაუბრა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზეც. ჟურნალისტის რეპლიკაზე, ერთ-ერთი ვიდეოში, „თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო“, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადია, მორალურად არასწორი იყო.

“პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. ამ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა, რომ სიცხე წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება, თითქოს შეურაცხადი ვარ“,- განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო