მირდატ ქამადაძე - ჩემი ვარაუდით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის მიღებულია, ოღონდ წინ რა და ვისი რჩევები უსწრებდა, ამაზე ალბათ, ოდესმე თავად გააკეთებს კომენტარს

ჩემი ვარაუდით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის მიღებულია. ოღონდ, გადაწყვეტილების მიღებას წინ რა უსწრებდა, ვისი რჩევები უსწრებდა, ვინ აძლევდა ამ რჩევას, რომ ჩამოსულიყო ამ ფორმით, არ ვიცი, ამაზე ოდესმე ალბათ, მიხეილ სააკაშვილი კომენტარს გააკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

აღნიშნულით ის Spiegel-თან მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ „ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“.

ქამადაძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვის გულისხმობს სააკაშვილი.

„ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, რადგან არ ვიცი, ვინ დაგეგმა, ვისთან იყო შეთანხმებული ეს საკითხი, ვინ იყო საერთოდ საქმის კურსში. ალბათ, ამაზე ოდესმე თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებს... ჩემი ვარაუდით, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის მიღებულია. ოღონდ, გადაწყვეტილების მიღებას წინ რა უსწრებდა, ვისი რჩევები უსწრებდა, ვინ აძლევდა ამ რჩევას, რომ ჩამოსულიყო ამ ფორმით, არ ვიცი, ამაზე ოდესმე ალბათ, მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს კომენტარს. ეს ისეთი საკითხია, ლოგიკაზე დაყრდნობით, არ ვაპირებ, ვინმესკენ ხელი გავიშვირო და ვინმეზე ვთქვა, ვინ იგულისხმება ამის უკან. ვცდილობ, ქართულ პოლიტიკაში რაღაც სტანდარტი დაწესდეს, რომ ადამიანებმა უაპელაციოდ ხელი არ გაიშვირონ ვინმეზე. რადგან პარტიაში წინასაარჩევნო გარემოა, შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ახლა ხელის გაშვერა ვინმეს მისამართით, ქულებს მოუტანს იმ გუნდს, რომელ გუნდსაც ამ არჩევნებზე წარმოადგენს, მაგრამ ვინმეზე ხელი რომ გავიშვირო და სახელი და გვარი დავასახელო, არასწორად მიმაჩნია. პოლარიზაციის ერთ-ერთ საფუძვლად ამ ქვეყანაში ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად მიმაჩნია ესეც, რომ პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში ყველაფერი „მოსულა“, ყველაფერი დააბრალო, ნებისმიერი ტალახი ისროლო შიგნით, თუ გარეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არ „მოსულა“.

კითხვაზე, თავმჯდომარეობის თუ რომელ კანდიდატს აქვს მიხეილ სააკაშვილისგან მხარდაჭერა, ქამადაძე ასე პასუხობს:

მიხეილ სააკაშვილი არც საჯაროდ, არც შიგნით, ამასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებს, რადგან მან განაცხადა, რომ დიტსანცირებულია ქართული პოლიტიკისგან“, - განაცხადა ქამადაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელია დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ აჭარა და უმრავლესობა, საბოლოო ჯამში, ნიკა მელიას უჭერს მხარს, ნიკა მელიას დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. თუმცა, ვიდრე არჩევნები არ დასრულდება, არსებობს თეორიული შანსი, რომ სხვა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მაგრამ ახლავე ვაცხადებ წინასწარ, ეს თეორიული შანსი თუ დადგა და ნიკა მელიას ნაცვლად, სხვა კანდიდატმა გაიმარჯვა, საჯაროდ მივულოცავ კანდიდატს გამარჯვებას. ბუნებრივია, ვრჩები ევროპული იდეების ერთგული, ვაგრძელებ ბროლას პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის, ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისთვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ქამადაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში