ზაზა გოგავა - რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, არის უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ის, რასაც მისწვდება, მიწასთან გაასწოროს - სხვა არაფერი დარჩენია

რუსეთმა შექმნა ხატი, რომ უკრაინას კი არ ებრძვის, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, აპოკალიფსი დახატეს , - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, სწრაფმა ზეწოლამ და სწრაფი მოხრჩობის მეთოდმა, არალოგიკურ მოწინააღმდეგეზე უფრო მეტად შეიძლება იმოქმედოს.

„რუსეთის დანაშაულებრივი სამხედრო მანქანა საბჭოთა პერიოდის ტექნიკას იყენებს. თუ ბრძოლის ველს დავაკვირდებით, მათ არანაირი ტექნოლოგიური სიახლეები არ წარმოუდგენიათ. უკრაინის შემთხვევაში პირიქით არის. მას ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც თანამედროვე ტიპის იარაღს აწვდიან.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც „რამშტაინის“ შეხვედრაზე გაჟონავს, რომ უკრაინას ახალი იარაღით ეხმარებიან, რუსეთი იმუქრება, რომ ამას უპასუხოდ არ დატოვებს. ეს მხოლოდ მუქარაა, თუმცა არაფერია გამორიცხული. ამ ზეწოლებით, შეიძლება მიიყვანონ რუსები იმ დასკვნამდე, რომ სადღაც უნდა გაჩერდნენ. რუსეთმა შექმნა ხატი, რომ უკრაინას კი არ ებრძვის, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, აპოკალიფსი დახატეს“,- განაცხადა გოგავამ.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებზე საუბარი „ბლეფია“.

მისივე განმარტებით, ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, არის უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება.

„რუსეთის მხრიდან გვესმის მოლაპარაკებებზე საუბარი. არავინ ლაპარაკობს გეგმაზე რაზე უნდა მოილაპარაკონ, ლუგანსკზე, დონეცკზე თუ ყირიმზე, ეს „ბლეფია“ მათი მხრიდან. მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ რუსეთის თავიდანვე განზრახული „ბლეფი“ , „ბლეფად“ მიმდინარეობს.

ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, არის უკრაინისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება. სხვა რუსეთს არაფერი დარჩენია. ის, რასაც მიწვდება მიწასთან გაასწოროს. დღეს, რუსეთის წარმატება ამ ომში არის უკრაინის ზიანი, როგორმე დააჩოქონ, ზამთრით შეაშინონ. თუმცა ეს ბერკეტიც კი გამოეცალათ ხელიდან, დაახლოებით 1 თვეში ზამთარი გადაივლის. ვერ შეაშინეს გაუტეხავი ერი, პირიქით რუსეთის წინააღმდეგ მოაბილიზეს ყველა, ვისაც კი ხმის ამოღების ეშინოდა“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო