დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

„გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ აქტივობებზეც.

სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ შედეგები გააცნო. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000- მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.

საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს მიერ საუკეთესო და გამორჩეული პარტნიორების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024