„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

როგორც პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის წარმომადგენელმა ალექსანდრე მილორავამ განაცხადა, იყო ტექნიკური ხარვეზი.

მან ასევე ისაუბრა დარეგისტრირებული ამომრჩევლების გაფილტვრის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ფაქტობრივად არ ჩატარებულა.

„რაც შეეხება გაფილტვრის პროცესს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ განხორციელდა სრულყოფილად, რადგან ძალიან მცირე რაოდენობაა გაფილტრული. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით რეგისტრაციის დაწყების შემდეგ, რადგან დაგვიანდა ბაზების გადმოცემა და არ გვქონდა იმ ტიპის ბაზები, როგორიც იყო პოლიტსაბჭოს წესის მიერ განსაზღვრული. 50 000 რეგისტრირებულიდან ჯამში გაიცხრილა 124 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ფილტრაცია არ ჩატარებულა", - განაცხადა მილორავამ.

ალექსანდრე მილორავას უპასუხა, ერთ-ერთი კანდიდატის ნიკა მელიას წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ და აღნიშნა, რომ გიორგი მუმლაძის წარმომადგენელს სიაში არც ერთი ხარვეზი არ დაუფიქსირებია და საუბარი იმაზე, რომ ამომრჩეველთა გაფილტვრა ვერ მოხდა, გასაკვირია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ