დღეს დილით პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65,- ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, ძირითადად კი მწოლიარე მდგომარეობაშია.
„მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.