ლაშა ფარულავა - ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერი მიზნებით დარეგისტრირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში, გაფილტრულია, მათ კლოუნადას მოწყობის მცდელობა ჩავუშალეთ

მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი 30 იანვარს, თავის 30 000 მხარდამჭერთან ერთად გაიმარჯვებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიტიური ცვლილებები დაიწყება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებზე არაკეთილსინდისიერი მიზნებით დარეგისტრირებული ადამიანები გაფილტრეს. როგორც ფარულავამ აღნიშნა, ამით სხვა პარტიების წარმომადგენელ პოლიტიკოსებს „კლოუნადას მოწყობის მცდელობა ჩაუშალეს“.

ასევე, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი მოქმედება და რეფორმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ემსახურება.

„არჩევნები უკვე დაწყებულია და ნებისმიერ დარეგისტრირებულ ამომრჩეველს შეუძლია შევიდეს ონლაინ კაბინაში და დააფიქსიროს პოზიცია. ყველა კანდიდატს ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს. მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილი 30 იანვარს, თავის 30 000 მხარდამჭერთან ერთად გაიმარჯვებს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიტიური ცვლილებები დაიწყება.

არ მაქვს უფლება, საჯაროდ ვთქვა, თუ ვინ გავფილტრეთ არჩევნებზე დარეგისტრირებული ხალხიდან, თუმცა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც დარეგისტრირებით კლოუნადას მოწყობა უნდოდათ, ჩვენ ეს ჩავუშალეთ. ყველა ის ადამიანი, ვინც არაკეთილსინდისიერი მიზნებით დარეგისტრირდა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნებში, გაფილტრულია.

ამ პარტიის ნებისმიერი მოქმედება და რეფორმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ემსახურება. ყველა კანდიდატის ძირითადი მიზანი ეს არის. განსხვავებული სტრატეგიები და გზები გვაქვს, თუმცა ვთანხმდებით, რომ ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ ის დღის წესრიგი, რომელიც კრემლიდან მომდინარეობს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო