საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023“ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ

საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2023“ ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „მწვანე კვირეული 2023“-ის მიერ გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოფენაში უმეტესად ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ, რომლებიც გამოფენის სტუმრებს ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და სხვა ქართულ პროდუქციას აცნობენ.

„ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე 16 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს აცნობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით