იერუსალიმში სინაგოგასთან მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულებს შორის 21 წლის ტერორისტის, ალქამ ხაირის ნათესავები და ნაცნობები არიან.

ამასთან, პალესტინის მედია იუწყება, რომ პოლიციის მიერ დაკითხვაზე დაბარებულ პირებს შორის თავდამსხმელის მამაც არის.

შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე მობილიზებულია დამატებითი ძალები.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.

მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს