თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე -თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეიდან 30 იანვრამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით იზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი, მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ, მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.

სამუშაოების გამო, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო