კობა ნაყოფია - „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე 49 638 ადამიანი დაიშვა - ამ დროისთვის, მონაწილეობა 9363 ამომრჩეველმა მიიღო

თუ ჩვენს ქვეყანაში ასე გამჭვირვალედ, ასე ორგანიზებულად და ასეთი სისტემით ჩატარდება არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც შედეგებს ეჭვქვეშ არ დავაყენებ, გამოვალ და მივესალმები - მოვუწოდებ აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც პარტიაში თავმჯდომარის არჩევნების პროცესი შეაფასა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო.

„საარჩევნო კომისიის საბოლოო შეფასების შედეგად არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებულ იქნა 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა და არ გამოვრიცხავ, ერთეული შემთხვევები შესაძლოა, გაიპაროს. ყველა ადამიანი არის იდენტიფიცირებული. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. არ გამოვიდა ეს ამბავი სამწუხაროდ მათთვის. პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა არის ძალიან მაღალი ამ წუთისთვის უკვე მონაწილეობა 9363 ადამიანმა მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე ადამიანების ფარულობა სრულად არის უზრუნველყოფილი. ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ვინ მიიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და ვინ ვის მისცა ხმა. ეს არის გამორიცხული.

ამომრჩევლებს მინდა ვუთხრა - ის კოდი, რომელიც ტელეფონის ნომერზე მოგდით არავის არ გადასცეთ, გამოიყენეთ თვითონ. სწორედ, ამან შეიძლება დააზიანოს უსაფრთხოების სისტემა და მოხდეს თქვენი კოდით მანიპულაცია ან თქვენი ხმა უბრალოდ ვერ აისახოს ამ არჩევნების შედეგად. ასევე, ზოგიერთ ჩვენს ამომრჩეველს დროულად არ მისდის sms კოდი და დღის განმავლობაში აუცილებლად მიუვა, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე კომისია მუშაობს. თუ ჩვენს ქვეყანაში ასე გამჭვირვალედ, ასე ორგანიზებულად და ასეთი სისტემით ჩატარდება არჩევნები, მე ვიქნები პირველი, ვინც შედეგებს ეჭვქვეშ არ დავაყენებ, გამოვალ და მივესალმები. თქვენ, ხედავთ როგორ მოწესრიგებულად და კარგად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ ასევე დასრულდება. არჩევნების დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ კითხვები არ იქნება, მითუმეტეს, თითოეულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა ჩაატაროს აუდიტი და დარწმუნდება, რომ რაღაც ჩარევას და მანიპულაციას ადგილი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, ამიტომ მოვუწოდებ აღიარონ არჩევნების შედეგები და მიესალმონ გამარჯვებულ კანდიდატს“, - განაცხადა ნაყოფიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო