ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს

მე ხმას ვაძლევ იქ, სადაც არის სიმართლე და ღირსება - ნიკა მელიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ენმ-ს პარტიის თავმჯდომარეობის შესახებ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მისი თქმით, არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია, ხმის მიცემის პროცედურა, რომელიც 28 იანვარს დაიწყო 30 იანვრის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ცნობილი გახდება, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა.

ბაჩო დოლიძე იმედოვნებს,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არსებულ ვითარებას სწორად შეაფასებს.

„ისეთი პარტიის თავმჯდომარე, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც შიდა ქვეყნის მასშტაბით, ასევ საგარეო მიმართულებითაც ის მთავარი ოპოზიციური პარტიის სახეს წარმოადგენს. ასე რომ, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწორ პოზიციას დაიჭერს ჩვენი ამომრჩეველი და არჩევნების შემდგომ, მეორე დღესვე, იმ მთავარ საკითხებზე გადართვა შეგვეძლება, რომელიც წესით უნდა ჰქონდეს პარტიას“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

მან ასევე შეაფასა პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა მოლოდინი, რომ ამ არჩევნებში სწორედ ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს.

„ალბათ გახსოვთ თეა გვასალია გადაცემა „ამბობენ“. დაახლოებით, ამას ემსგავსება. ასეთი წინასწარი საუბარი ცოტა არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია - ვინ, როგორ დარეგისტრირდა, ვისი მომხრე ხმას ვის აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ფარულია და თვითდინებაც საკმაოდ მაღალია პროგნოზების გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დოლიძემ მეორე ტურის ჩატარება არ გამორიცხა და აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა ხმების 50% ვერ მოაგროვა ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ტური დაინიშნება.

„შესაბამისად, ამ ყველაფრის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება, მაგრამ დაველოდოთ. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, -აღნიშნა დოლიძემ.

გარდა ამ საკითხისა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გერმანული გამოცემა Spiegel-თან მიცემულ ინტერვიუზე, სადაც სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

„არ ვიცი, რატომ იყო ასეთი რეაქციები. წავიკითხე ის, რაც ეწერა, მაგრამ კონკრეტულად არავისზე მიფიქრია. ჩემი პოზიციაც რომ მქონდეს, ზუსტად ვიცი, რომ საარჩევნო პერიოდში ამაზე საუბარს არ ვაპირებ იმიტომ,რომ არ მინდა ჩემი ეს კონკრეტული განცხადება საარჩევნო პირობებში გამოყენებული იყოს და შემდეგ ამ ყველაფრის მანიპულაცია მოხდეს. რატომ მიიღეს (იფიქრეს) ადამიანებმა კონკრეტულ ფიგურებზე, ჩემთვის ეს უცნობია. აღნიშნული სტატია ვინც წაიკითხა ყველამ თვითონ უნდა გამოიტანოს დასკვნა და ყველას გააჩნია თავის დამოუკიდებელი დასკვნა, მაგრამ ის, რომ ამ ყველაფრის უკან კონკრეტული ადამიანები ვიგულისხმო აბსოლუტურად არასწორი იქნება. ამ საკითხზე ყველაზე მეტი იცის თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და დარწმუნებული ვარ, რომ არცთუ ისე დიდი წრეა, ვინც რეალურად იცის რა როგორ მოხდა. ჩვენი, დანარჩენების მხრიდან არ მგონია, ამაზე სწორი იყოს“, - განაცხადა ბაჩო დილიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის განმარტებით, აბსოლუტურად ეთანხმება ამავე სტატიაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომლის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებიით მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გადააყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა