ოთარ შამუგია სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე და არსებულ შედეგებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მხრიდან ნაბიჯები გადაიდგას, რათა აგროდაზღვევის პროგრამა უფრო მეტად იყოს მორგებული როგორც ფერმერთა, ისე სადაზღვევო ინდუსტრიის ინტერესებზე. საჭიროებების გათვალისწინებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება პროგრამას მეტად მოქნილს გახდის, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას და ხელს შეუწყობს სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის მაქსიმალურად შემცირებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ცნობით, შეხვედრას „ალდაგის“, „თიბისის“, „არდის“, „ნიუ ვიჟენისა“ და „პრაიმის“ სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ასოციაციებისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში, 2014-2022 წლებში, 64,563 ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 149,880 პოლისი. დაზღვეულ იქნა 1,180,236,992 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 139,031.91 ჰა მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 99,544,506 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,101,164 ლარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67,700,161 ლარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა