ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა, ამ დროისთვის, დაახლოებით, 16 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, არჩევნებში სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

მისი თქმით, ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა 16 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

„ხმის მიცემის პროცედურა აქტიურად მიმდინარეობს. დაახლოებით, 2 საათისთვის, ამომრჩეველთა 1/3-მა უკვე მისცა ხმა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის აქტივს სურს პარტიაში ცვლილებები, ამიტომ ეს აქტივობა ამით არის განპირობებული. ჩვენი წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, სავარაუდოდ, გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდება. ჩვენი ანალიტიკური მასალების საფუძველზე დარწმუნებულები ვართ, რომ ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროგნოზი, საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენმა ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ამომრჩეველს, ვისაც სურს პარტიაში ცვლილებები, რომ აქტიურად დაუჭირონ მხარი ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო