უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა - უკრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავს ელოდება

უკრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პრიორიტეტი ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლების მიღებაა, თუმცა განიხილება ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტებიც.

იური იგნატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს ბრძოლის ველზე ამ საბრძოლო თვითმფრინავებზე იმედის დამყარებას ორი მიზეზის გამო - პირველი არის რთული პოლიტიკური მოლაპარაკებები მიწოდებასთან დაკავშირებით და მეორე არის ის, რომ მფრინავების და სახმელეთო მხარდაჭერის ჯგუფების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ტანკების გაგზავნის შესახებ შეთანხმების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ