ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მეორე ტური არ იქნება, პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, შიდაპარტიულ არჩევნებში რეგისტრირებული ამომრჩევლების 51%-მა თავისი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე ტური არ იქნება, რადგან პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს.

„მინდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე არჩევნებს გამოვეხმაურო. ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი ხმა დააფიქსირა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი მეორე ტური არ იქნება, ამ პარტიას დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი დავკარგეთ.

ახლა მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, რომ სასწრაფოდ მისცენ ხმა და ცვლილებების თანამონაწილენი გახდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ამომრჩეველი, ვისაც მოქმედება, მოძრაობა და ბრძოლა უნდა, დამაჯერებლად მოიგებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო