ნინო კვიტაიშვილი - 18:00 საათის მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ხმა 25 291-მა ამომრჩეველმა მისცა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ამის შესახებ საარჩევნო კომისიის წევრმა ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტური გაიმართება თუ არა, ამას ამომრჩეველი წყვეტს.

„18:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 25 291-მა ამომრჩეველმა, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სიის 50%-ზე მეტმა მიიღო. ეს მიგვითითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ამომრჩევლისთვის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში" და ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს. პარტიაში მუშაობს ცხელი ხაზი - 0322471155, სადაც კანდიდატების წარმომადგენლები მუშაობენ, ისინი არიან სწორედ ოპერატორები. მეორე ტური გაიმართება თუ არა, ამას წყვეტს ჩვენი ამომრჩეველი. გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურია ", - განაცხადა კვიტაიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო