ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პეტრ პაველმა გაიმარჯვა

პეტრ პაველმა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. ამის შესახებ ხმების 95%-ის დათვლის შედეგები მეტყველებს, რომლებიც ვებსაიტზე volby.cz არის გამოქვეყნებული.

მეორე ტურში ნატო-ს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა საარჩევნო უბნების 95%-ის დათვლის შემდეგ ამომრჩეველთა ხმების 57.56% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა კი 42.43%. წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 70%-მდე შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

პეტრ პაველმა, ოთხის გარდა, ჩეხეთის ყველა რეგიონში გაიმარჯვა. იგი ხმების დათვლის დაწყვებისთანავე ლიდერობდა და ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა პრაღაში მიიღო - სამ მეოთხედზე მეტი.

ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე პეტრ პაველი მილოშ ზემანს 8 მარტს ჩაანაცვლებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო