შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქეთის მიერ მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, შვედეთს ზაფხულში აქვს ნატო-ში გაწევრიანების მოლოდინი

თურქეთის მიერ მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, შვედეთს ზაფხულში აქვს ნატო-ში გაწევრიანების მოლოდინი, - შვედური გამოცემა Expressen-ის თანახმად, ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა განაცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან შვედი აქტივისტის რასმუს პალუდანის მიერ ყურანის დაწვის შემდეგ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმომადგენლები 25 ისლამური ქვეყნის დიპლომატებს შეხვდნენ, რათა მათი რეაქცია დაემშვიდებინათ. პალუდანის აქციას ყველაზე ხისტი რეაქცია თურქეთის მხრიდან მოყვა, რომელიც ისედაც აჩერებდა შვედეთის ნატო-ში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხს. ყურანის დაწვის შემდეგ თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები შეწყვიტა და განაცხადა, რომ საუბარი “უაზროა”.

ამის მიუხედავად, ბილსტრიომის თქმით, შვედეთი ძალიან ახლოსაა სამმხრივი შეთანხმების პუნქტების შესრულებასთან და თურქეთის პარლამენტი ძალიან ახლოს უნდა იყოს შვედეთის განაცხადის რატიფიცირებასთან. შვედეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ შვედეთის ნატოში სრულფასოვანი წევრობა ვილნიუსის სამიტამდე შესაძლოა იყოს გაფორმებული, რომელიც ამა წლის ივლისში არის დაგეგმილი. მანამდე თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა შედგეს.

"აშკარაა, რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტისკენ ვიყურებით… თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ თურქეთი საარჩევნო კამპანიის შუაგულში იმყოფება, რომლის კულმინაციაც 14 მაისს არჩევნების დღე გახდება, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალი ვადევნოთ პროცესის ამ ნაწილებსაც”, - თქვა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო