მთავრობის სტრატკომი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში, აბსურდული და უსაფუძვლოა

მთავრობის სტრატკომის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში, აბსურდული და უსაფუძვლოა.

როგორც მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ “ფეიკნიუსს” და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას. აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში. ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო