უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ვინც „როსატომზე“ მუშაობაზე უარი თქვა, სამუშაოზე აღარ უშვებენ

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ვინც „როსატომზე“ მუშაობაზე უარი თქვა, სამუშაოზე აღარ უშვებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობაზე მორალურ-ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას. ასე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც ოკუპანტებთან სამუშაო კონტრაქტს არ მოაწერეს ხელი, სადგურზე შესასვლელი საშვები დაუბლოკეს, ხოლო თანამშრომლებს, რომლებსაც დააძალეს კონტრაქტისთვის მოეწერათ ხელი, ხელფასის შემცირების შესახებ განუცხადეს იმ მიზეზით, რომ სადგური არ მუშაობს“, - წერია უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინული „ენერგოატომის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები სადგურის თანამშრომლებზე ახდენენ ზეწოლას და აძალებენ ატომური ელექტროსადგურის რუსულ ოპერატორთან კონტრაქტს მოაწერონ ხელი.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ