ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა

ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გასული წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები კრებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ წარუდგინა.

მათივე ცნობით, შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ნოტარიუსთა პალატამ შშმ პირებისთვის სანოტარო მომსახურების სრულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ეტლით მოსარგებლეთათვის სანოტარო ბიუროში შეღწევადობის კუთხით, თბილისში არსებული სანოტარო ბიუროების კვლევა ჩაატარა.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ მომზადდა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილების პროექტი, რომელიც ბიუროს პარამეტრად შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითვალისწინებს.

დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე არქივის დიგიტალიზაციაზეც ისაუბრა. სანოტარო არქივის გაციფრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებთან საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც ისაუბრა.

,,გასული წლის სიახლეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65- დან 70 წლამდე გაიზარდა. ეს დაპირება იუსტიციის მინისტრმა შარშან, ნოტარიუსთა საერთო კრებაზე გააჟღერა და ის სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა", - აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოტარიუსები თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 2022 წელს თანამდებობაზე სულ 13 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი