საქართველომ პირველად ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამითაც წარმატებით იასპარეზა და ორივე პროგრამის ჯამში 199.91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა ჩემპიონატის ფავორიტად მიჩნეულ ბელგიელ ლუნა ჰენდრიკს 2 ქულით უსწრებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიკს თავისუფალი პროგრამა ლამის ჩაუვარდა, გოგონა ნახტომების შესრულებისას ორჯერ დაეცა და მან მაინც მოახერხა 193, 48 ქულით მეორე ადგილის შენარჩუნება, მესამე ადგილზე კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.
თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე იღებდა მონაწილეობას.
რეპონდი 192, 51 ქულით გავიდა.
თავისუფალ პროგრამაში ოცდაოთხი საუკეთესო მოციგურავე იღებდა მონაწილეობას.