ირანი აცხადებს, რომ ისპაჰანში სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ირანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ქარხანაზე რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა მოხდა.

სამინისტროს ცნობით, თავდასხმები "წარუმატებელი" იყო და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ თავდასხმას არ მოჰყოლია მსხვერპლი და მცირე ზიანი მიაყენა ქარხნის სახურავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში არ საუბრობენ, თუ ვინ შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი თავდასხმის განხორციელებაში.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანულმა მედიამ ისპაჰანში ძლიერი აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ