„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე დღეა თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი ელექტრონულ რეჟიმში მეორე

დღეა ტარდება.

არჩევნებში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იღებენ.

ხმის მიცემის პროცედურა 30 იანვარს დასრულდება და შედეგებიც ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ არჩევნების პირველი დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა ბოლო მონაცმებით, 31 275-მა ადამიანმა მიიღო.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა მიმდინარეობს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა