საარჩევნო კომისიის წევრი - ციფრებზე აპელირება და თქმა, რომ 10, 20, 30 ათასი ამომრჩეველი იყო კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი, არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა

საარჩევნო კომისიის წევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით წინასწარ აქტივობაზე საუბარი რთულია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ ციფრებზე აპელირება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

"ათობით ათასმა ამომრჩეველმა, რომელიც არის რეგისტრირებული სისტემაში, ხმის მიცემა შეძლო. ეს პროცესი გრძელდება და დაზუსტებულ მონაცემებს 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 სთ-ზე გაგაცნობთ.

რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კანდიდატის ამომრჩეველმა უფრო იაქტიურა, თითქოს კონკრეტული მონაცემები არსებობს, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერმა უკვე მისცა ხმა, ლოგიკას მოკლებულია ერთი მარტივი გარემოებიდან გამომდინარე - ჩვენ ვერ ვხედავთ არათუ იმას, ვინ, ვის მისცა ხმა, არამედ იმასაც, რომელმა ამომრჩეველმა მისცა ხმა და რომელს არ მიუცია.

ამიტომ, ციფრებზე აპელირება და იმის თქმა, რომ 10,20, 30 ათასი ამომრჩეველი იყო კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერი, უბრალოდ არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა",- განაცხადა კვიტაიშვილმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, ნინო კვიტაიშვილი აღნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნაწილმა ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო.

"ჩვენ კომისიაზე ამ საკითხზე გვიან ღამემდე ვიმსჯელეთ. ავტომატურ რეჟიმში ისევ გაიგზავნება ამ ადამიანებთან სმს კოდი და მათ უნდა შეძლონ ხმის მიცემა",-განაცხადა კვიტაიშვილმა.

ის იმედოვნებს, რომ პრობლემა დროულად გამოსწორდება და ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო