უკრაინამ რუსულ და ბელარუსულ 182 კომპანიასა და სამ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსული და ბელარუსული 182 კომპანიისა და სამი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

„მათი აქტივები უკრაინაში დაბლოკილია, მათი ქონება ჩვენი თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სანქცირებული კომპანიები ძირითადად ეწევიან საქონლის ტრანსპორტირებას, მანქანების ლიზინგს და ქიმიურ წარმოებას.

სიაში შედის რუსული კალიუმის სასუქის მწარმოებელი და ექსპორტიორი - Uralkali, ბელარუსის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კალიუმის მწარმოებელი - Belaruskali, Belarusian Railways, ასევე რუსეთის VTB-ლიზინგი და Gazprombank Leasing.

უკრაინამ გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, სანქციები ასობით რუს და ბელარუს ფიზიკურ პირს და კომპანიას დაუწესა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის