გიული ალასანია სააკაშვილზე - ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება, თავისუფალი რომ იქნება, მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობას

ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

გიული ალასანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.

„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.

ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“,- აღნიშნავს ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო