საარჩევნო კომისიის წევრი - ამ დროის მონაცემებით, რეგისტრირებულ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა 70%-მა მისცა ხმა, საუბარია 35 111 პირზე

საარჩევნო კომისიის წევრის, ნონა მამულაშვილის წარმომადგენლის, ნანა შამათავას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70 %-მა მისცა ხმა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საუბარია დაახლოებით 35 ათასზე მეტ ადამიანზე.

"ამ დროის მონაცემებით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 70%-მა მისცა ხმა, საუბარი არის 35 111 დარეგისტრირებულ პირზე. რაც შეეხება სტატისტიკას, გეოგრაფიული განაწილების კუთხით, დაახლოებით 88%-მა საქართველოდან მისცა ხმა, დანარჩენი პროცენტულობა სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილდა. საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება. 30 %, რომელმაც ხმა ან არ ან ვერ მისცა, ნაწილი დაკავშირებულია იმ პრობლემასთან, რომ ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა კოდი ვერ მიიღო, რაც ტექნიკურ ხარვეზს წარმოადგენს. დღის განმავლობაში ვეცდებით, რომ ამ საკითხზე ვიმუშაოთ. ყველა ადამიანმა, ვისაც ჯერ არ მიუღია ვერიფიკაციის შესაბამისი კოდი, დღის განმავლობაში მიიღებს", - განაცხადა შამათავამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჰაკერული თავდასხმა დაფიქსირდა, ნანა შამათავა განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 6 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ერთი IP მისამართით ბევრი ადამიანი შეეცადა ხმის მიცემას.

მისივე თქმით, ავტომატურად იბლოკება მსგავსი ანგარიშები, რაც ხელს უშლის სისტემის გამართულად მუშაობას.

"ინფორმაციას ვიღებთ გარკვეული პერიოდულობით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა ადამიანმა მისცა ხმა. გარდა ამისა, რა მდგომარეობაში არის საიტი. დაემთხვა ისე, რომ საკმაოდ ბევრი ანგარიში ერთდროულად ცდილობდა, ხმა მიეცა ერთი IP მისამართიდან, ეს იყო განზრახ გაკეთებული თუ არა, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა პრობლემის იდენტიფიცირება, ლიკვიდაცია მოხდა და პროცესს არანაირი საფრთხე არ შეჰქმნია", - განაცხადა შამათავამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი