ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რითაც მოქალაქეებისთვის იარაღის ტარება მარტივდება

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რითაც ისრაელის მოქალაქეებისთვის იარაღის ტარება მარტივდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოჰყვა ბოლო ორი დღის განმავლობაში, იერუსალიმში პალესტინელების ორ ცალკეულ თავდასხას.

”როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეებს აქვთ იარაღი, მათ შეუძლიათ დაიცვან თავი”, - განუცხადა ულტრამემარჯვენე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა ჟურნალისტებს.

უშიშროების კაბინეტში აცხადებენ, რომ ზომები ასევე გააუქმებს სოციალური უზრუნველყოფის უფლებებს „ტერორისტების ოჯახებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს“.

იერუსალიმში ბოლო ორი დღის მანძილზე, ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გამვლელებს გაუხსნა, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ასევე გუშინ 13 წლის მოზარდმა ორი პირი დაჭრა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო