გიული ალასანია - მიშას ჰქონდა ტემპერატურა და ხველება - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უარს ამბობს გადასხმებზე, იმაზე მეტი უტარდება, ვიდრე მანამდე

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, [მიხეილ სააკაშვილი] უარს ამბობს გადასხმებზე. რეალურად, 2-ჯერ იმაზე მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. ერთადერთი ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედის“ დატოვებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტემპერატურა და ხველა.

„კოვიდის მეშვიდე დღეა, კრიტიკული დღეები გვაქვს, ამიტომ 38.4 ჰქონდა ტემპერატურა და აქვს ხველება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, უარს ამბობს გადასხმებზე. რეალურად, 2-ჯერ იმაზე მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. ერთადერთი ხელოვნურ კვებაზე ამბობს უარს. ინვალიდის ეტლს იყენებს, 2 ნაბიჯს ვერ დგამს აბაზანამდე. ვერ დგამს ფეხს, ლამის ჩემი წონა გახდა ამ სიმაღლე ადამიანი“, - აღნიშნავს ალასანია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო