სერჰი ჰაიდაი - ახლად მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ლუგანსკის ფრონტზე, სავარაუდოდ, თებერვალში ჩავლენ

ახლად მობილიზებული რუსი ჯარისკაცები ლუგანსკის ფრონტზე სავარაუდოდ, თებერვალში ჩავლენ.

შესაბამისი განცხადება ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ Telegram-ზე გააკეთა.

ჰაიდაის თქმით, მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„ბილოჰორივკაში დაცვას ვაგრძელებთ. კრემინას მიმართულებით ეტაპობრივად წინ მივდივართ. ამის სწრაფად გაკეთება შეუძლებელია, რადგან ტერიტორია მჭიდროდ არის დანაღმული“, - წერს ჰაიდაი.

მისი თქმით, ლუგანსკის რეგიონის ფრონტის ხაზი სავსეა რუსი ოკუპანტების გვამებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო