„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თავმჯდომარის არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

ბევრი ადამიანია, რომელმაც ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველა ვერიფიკაციის კოდს მიიღებს , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 36 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„არჩევნებში 36 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები გრძელდება და ხვალ დილით 10:00 საათზე დასრულდება. გარკვეული ხარვეზები იყო, რომელიც შეეხებოდა SMS-ის დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით ან არ მისვლასთან დაკავშირებით, რომელთანაც დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში დავუკავშირდით და დღეს დღის ბოლომდე გამოსწორდება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ მიუვიდათ SMS-ი აბსოლუტად ყველას მიუვა ვერიფიკაციის კოდი, ისინი გაივლიან პროცედურას და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. მინდა ასევე, ჩვენს ამომრჩევლებს ვთხოვო, რომ ეს ვერიფიკაციის კოდი, რომელიც მათ მიუვათ, არავის გადასცენ, რადგან გამოყენებული არ იყოს სხვა პიროვნების მიმართ, რომელიმე კანდიდატის მიერ. რაოდენობას ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ ბევრი ადამიანი არის, რომელმაც ეს ვერიფიკაციის კოდი ვერ მიიღო, მაგრამ დღეს დღის ბოლომდე ყველანი ვერიფიკაციის კოდს მიიღებენ. ასევე, მოვუწოდებ ამომრჩეველს, რომ მათი მონაწილეობა არის ფარული, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, რომელ კანდიდატს დაუჭირეს მხარი. ვერცერთი კანდიდატი, მით უმეტეს მათი წარმომადგენლები და კანდიდატები, ვერავინ ვერ ხედავს ამომრჩევლის მიერ განხორციელებულ არჩევანს იმიტომ, რომ ეს არის ფარული. საუბარი, რომ ვიღაცა რაღაცა პროცენტს იღებს არის უბრალოდ ტყუილი“,- განაცხადა პატარაიამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გამოეხმაურა ინფორმაციას გავრცელებული ჰაკერულ თავდასხმების შესახებ. მისი განმარტებით, „ამომრჩეველთა და მონაწილეთა რაოდენობა ინტენსიური იყო და ამან გარკვეული ტრეფიკი შექმნა. ეს ყველაფერი გამოსწორდა და გავლენას პროცესზე ვერ ახდენს“.

„რაც შეეხება ჰაკერულ თავდასხმაზე საუბარს, არ ვიცი ეს რამდენად ჰაკერული თავდასხმაა, პრობლემა იყო გარკვეულ რაიონებში, რომ ამომრჩეველთა და მონაწილეთა რაოდენობა ინტენსიური იყო და ამან გარკვეული ტრეფიკი შექმნა. ეს ყველაფერი გამოსწორდა და არანაირ გავლენას პროცესზე ვერ ახდენს.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო, გუშინ ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი, ეს არ გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი. ეს არის ლევან ხაბეიშვილის და მისი შტაბის ცხელი ხაზი, ფიქსირდება სამწუხაროდ, ის პროცესები, როდესაც ადამიანები ურეკავენ, რომ ვერიფიკაციას ვერ გადიან და ამ ცხელ ხაზე აძლევენ ინსტრუქციას, რომ ლევან ხაბეიშვილს ხმა მისცენ. ეს სამწუხაროა და ამომრჩეველზე მანიპულაციაა“, - აღნიშნა პატარაიამ.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი