უკრაინა დრონების შესყიდვებს გაზრდის

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გაზრდის.

ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გაერთიანებული ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა თავდაცვის მაღლჩინოსნების, გენერალური შტაბის, ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატების დიზაინერებისა და მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მეთაურის თქმით, უკრაინის არმიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წელს ამ მიზნით დაახლოებით 20 მილიარდი უკრაინული გრივნა უნდა იყოს მიმართული.

ნაიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ შეასრულონ დავალებები ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე.

„ამგვარად, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი გამოყენება საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად წავიწიოთ შეტევითი მოქმედებების დროს, ასევე მნიშვნელოვნად შევამციროთ მტრის საბრძოლო პოტენციალი და სრულად ვაიძულოთ თავი შეიკავონ შეტევითი გადაადგილებისგან გარკვეული მიმართულებით“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო