გია ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - მათი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი - ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და მეორე ფრონტის გახსნა

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი - ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნების შეფასებისას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულმა პარტიამ „პოლიტიკური გაერთიანების სახე დიდი ხანია დაკარგა“.

„ეს შეთქმულთა ჯგუფი ცდილობს განავითაროს სტრატეგიული გეგმა, რომელიც არ უკავშირდება მთავარ ნიშანს, რომელიც უნდა ახასიათებდეს პოლიტიკურ პარტიას - მას არ აქვს კონკრეტული გეგმა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მათი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი - ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის