გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ე.წ. მხარდამჭერებსა და გარემოცვას - ეს კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა, არავითარ დემენციასთან არ გვაქვს საქმე

მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ე.წ. მხარდამჭერებსა და გარემოცვას , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გერმანულ გამოცემა Spiegel-თან.

ვოლსკის შეფასებით, მისი ინტერვიუ „თაღლითობის გამოვლინებაა“.

„ადრე მანვე გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში სადისტური მმართველობა ხორციელდებოდა, ეს არ იყო მისი ბრალი და ის კონკრეტულ გვარებს ასახელებდა - გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და სხვები, თითქოს, თვითონ არაფერი გაეგო ამის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და კონკრეტული პირები იყვნენ დამნაშავეები.

ახლაც იგივე მცდელობაა, მაგრამ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა ეს. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები.

მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად, ჩვენ ადრეც გვახსოვს.

ეს წინააღმდეგობრივი ვითარება, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაში შეიქმნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანება, ასეთი გააფთრებული და მავნებლური შეტევა ყოველთვის დამთავრდება ფიასკოთი. თაღლითობასთან გვაქვს საქმე და არა გულწრფელ საქმიანობასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას შესაძლოა ემსახურებოდეს, ან კონკურენციას უწევდეს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს როგორმე დესტაბილიზაცია ააცილოს ქვეყანას.

ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა, ცდილობს ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, თუ ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია“,- აღნიშნავს ვოლსკი.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება