დიმიტრი შაშკინი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მონაცემებით, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

ჩვენი მონაცემებით, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც ვერიფიკაციის კოდი არ მიუვიდათ, დღეს ისინი მას 19:00 საათის შემდეგ მიიღებენ.

„ამ მომენტისთვის არჩევნებში 75%-ზე მეტმა პარტიის წევრმა უკვე მონაწილეობა მიიღო, ძალიან მაღალი ციფრია. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების ბოლომდე ციფრი კიდევ აიწევს. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მონაცემებით ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენთან რაიონული ორგანიზაციებიდან მოდის. ის 4 000 ადამიანი, რომელსაც კოდი არ მიუვიდათ, ამ კოდს 19:00 საათის შემდეგ მიიღებს. ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკულ კომპანიას და ის 19:00 საათის შემდეგ ხელახლა გაუგზავნის ვერიფიკაციის კოდს და ყველა ადამიანი ამ კოდს მიიღებს. ამ რაოდენობაში აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ამომრჩეველია, რომელმაც მიმართა ლევან ხაბეიშვილის შტაბს და თუ ვინმეს რაიმე პრობლემები აქვთ, გთხოვთ ცხელ ხაზს მიმართოთ და აუცილებლად ყველა პრობლემა მოგვარდება“, - აღნიშნა შაშკინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიკა მელიას მხარდამჭერები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ცხელი ხაზის ნაცვლად მისი შტაბის ცხელი ხაზი გააჟღერა და ის ამით ამომრჩეველზე მანიპულირებს, დიმიტრი შაშკინმა უპასუხა, რომ ასეთი ბრალდებები მისთვის სასაცილოა.

„ასეთ სისულელე ბრალდებაზე თქვენც გეცინებათ. არ ვიცი, ეს უნდა ჰკითხოთ მას, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს. სოციალურ ქსელში ყველა ცხელი ხაზის ნომერი დევს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ლევან ხაბეიშვილის შტაბს მიმართოს, ცენტრალური ოფისის შტაბს და ნებისმიერ ჩვენგანს ფეისბუკის მეშვეობით მოგვმართონ. ჩემთანაც ბევრი ადამიანი რეკავს, მწერს და ყველას ვეხმარებით. ლევან ხაბეიშვილის შტაბმა მოამზადა ძალიან კარგი ინსტრუქციები იმისათვის, რომ ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ახლა არის დანერგილი განსაკუთრებით, ასაკოვან ხალხთან დაკავშირებით მარტივად გამოყენებული იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ცხელი ხაზის ნომერი სოციალურ ქსელში დევს, ბუნებრივია ლევან ხაბეიშვილი, როგორც კანდიდატი ყოველთვის ისაუბრებს თავის ამომრჩევლებთან, მეც, როგორც ლევან ხაბეიშვილის მეგობარი და როგორც გუნდის წევრი ყოველთვის მოვუწოდებ ყველას, რომ ხმა მისცენ ლევან ხაბეიშვილს და არა სხვა კანდიდატს“,-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ თვეების განმავლობაში ის სამედიცინო კურსი, რომელიც მას უტარდება არანაირი შედეგი არ აქვს.“

„ახლა ყველაფერი იურიდიულად, რაც შესაძლებელია უნდა გაკეთდეს. მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით კლინიკაში შევიდა, მას შემდეგ რაც კლინიკაშია, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამერიკულ ლაბორატორიაში ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ მის სხეულში არის შხამი. ჩვენ არ ვიცით, ეს შხამი, როგორ მოხვდა. ეს ცალკე გამოძიების საგანია, თუმცა ფაქტია, რომ ამ თვეების განმავლობაში ის სამედიცინო კურსი, რომელიც მას უტარდება, არ გვაძლევს არანაირ შედეგს“,-აღნიშნა შაშკინმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო