ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დე ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების დასასრულის დასაწყისია

„ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე, სხვა შედეგს არ მივიღებ, ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შიგნით „ჩემს ხაბეს“ გაუყალბეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნები შეაფასა.

ზარქუას შეფასებით, ვინც არ უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საქართველოში „არ არის იმის საფუძველი, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოახდინონ“.

„ველოდები ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი „ხაბე“ და „ხაბე“ უნდა გახდეს თავმჯდომარე. მე ეს მოლოდინი მაქვს, სხვა შედეგს არ მივიღებ და ლეგიტიმაციას არ მივცემ, რადგან ეს ნიშნავს, რომ შიგნით „ჩემს ხაბეს“ გაუყალბეს.

ყველამ ხომ ვიცით, მათ შორის მათ მხარდამჭერებმაც - დაახლოებით 600 000 ხმა მიიღეს არჩევნებზე. ფაქტობრივად, მათ ერთმანეთი დახოცეს და რამდენი დარეგისტრირდა ბოლოს? დაახლოებით 50 000 - აი აქამდე ჩამოვიდა მათი მხარდამჭერების რიცხვი. სულ 4 კანდიდატი არიან და ის 50 000 მათზეა გადანაწილებული. ეს ნიშნავს ამ პარტიის, რომელიც დე ფაქტო ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანებაა, დასასრულის დასაწყისს. რა უნდა ქნას ახლა „ხაბემ“? ვთქვათ, გაიმარჯვა, აი რა უნდა გააკეთოს? რაიმე ხედვა, სტრატეგია თუ განათლება აქვს? მსოფლიო პოლიტიკაში არის ჩართული? აქამდე ვინც იყო, იმას რა უნდა ექნა, რომ აბრალებენ, გადატრიალება რატომ არ მოაწყოო? გამორიცხულია, ვინც არ უნდა დასვა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარედ, ამ საქართველოში, ამ საზოგადოებაში, არ არის იმის საფუძველი, რომ გადატრიალება და რევოლუცია მოახდინონ - ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ეს ვერ გაიაზრეს, ვერ გაითვალისწინეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო