ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ მერამდენე თვეა „ლუქს“ პალატაშია, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას, მიიღოს საკვები - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს შვილს და დავალებულები ვიქნებით

ქალბატონ გიული ალასანიას უნდა უთხრათ, რომ პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ მერამდენე თვეა, რაც „ლუქს“ პალატაშია? თავისუფლად გადაადგილდება, მოძრაობს, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას, მიიღოს ის საკვები და კალორიები, რაც დადგენილია , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზარქუა განმარტავს, მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია აქვს, ის საერთაშორისო ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჩვენებებს აძლევს.

„ გაოცებული ვუსმენდი გიული ალასანიას განცხადებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, რომ პატიმარ სააკაშვილს ისეთი დაავადება აქვს, რომ აქ მკურნალობა შეუძლებელია და აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანაო. ჰოი საოცრება, გიული ალასანიამ თქვა, რომ გავათავისუფლოთ, გადაუვადდეს სასჯელი და შემდეგ თვითონ იმკურნალებს საქართველოშიო. მერამდენედ უნდა ამხილონ საკუთარი თავები ამ სიცრუეში?! ამბობენ, რომ ცუდად არის, დემენცია აქვს, ჰყვებიან, რომ არაადეკვატურია და ადამიანი უკვე ჩვენებებს აძლევს ინტერვიუში საერთაშორისო ჟურნალისტებთან, საკუთარი გუნდის ნაწილს ამხელს, ვინ უღალატა, ვინ რუსული ინტერესების დამკვეთია და ასე შემდეგ. ამის ანალიზს აკეთებს პატიმარი სააკაშვილი და არა მგონია მას რაიმე ეტყობოდეს დემენციის.

მთელი ეს თვეები გვიმტკიცებდნენ, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რომ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ აუცილებელია, ახლა კი თვითონ თქვა, კი ბატონო, საზღვარგარეთ კი არა, გავათავისუფლოთ და აირჩევს კლინიკას, სადაც იმკურნალებსო. გაოგნებული ვარ, 30 გვერდიანი დასკვნა გამოიტანეს, ამხელა გვერდებს იმიტომ წერენ, რომ იქ ჩამალონ, ლავირება მოახდინონ. სამხარაულის ექსპერტიზამ ხომ დაადასტურა, რომ არასწორი მიმართულებით აქვთ განვითარებული მსჯელობა. ჯიშკარიანი და „ემპათიაზე“ მოვიძიე და რამდენ თემაზე აკეთებს არასწორ დასკვნებს, სხვის ტრაგედიებზე როგორ წერდნენ... ქალბატონ გიულის უნდა უთხრათ, რომ პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ მერამდენე თვეა, რაც „ლუქს“ პალატაშია? თავისუფლად გადაადგილდება, მოძრაობს, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას, მიიღოს ის საკვები და კალორიები, რაც დადგენილია. ამისკენ მოუწოდოს შვილს და დავალებულები ვიქნებით ყველა“,- აღნიშნავს ზარქუა.

როგორც ზარქუა განმარტავს, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი იყო და არა ის, რომ ხალხი მოენატრა და ქართული მიწა.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირით აღიარა, რომ დაგეგმილი იყო ჩამოსვლა. არა ის, რომ ხალხი მოენატრა და ქართული მიწა-წყალი. დაუგეგმეს, მათ შორის საზღვრის დარღვევით შემოსვლა, არაჟნებში ჩაჯდომა. მე არ გამოვრიცხავ ცოტა ხანში გვარებიც დაასახელოს. გინდ რუსეთის აგენტურა დაარქვით, გინდ დასავლეთის. ხომ თქვა და აღიარა, რომ ეს ადამიანი უცხოელი სპეცაგენტების დაგეგმვით ჩამოდიოდა, უნდოდა ჩვენი სახელმწიფო ჩამოეშალა და რევოლუცია მოეხდინა. ამით დამთავრდა მათი ცრუ პატრიოტიზმი, დამთავრდა მათი ცრუ სამშობლოს სიყვარული. ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ახლა თავისი ამომრჩეველიც დაარწმუნა. ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ერთიც და მეორეც ყველანი არიან ვიწრო სექტის მიმდვრები“, - აღნიშნავს ზარქუა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო